უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2025 20:26
font-size

გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გახდნენ: ინდივიდუალურ დონეზე, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამის შემდეგ, ქართველი კუდოკები შერეულ გუნდურ ასპარეზობაზე გადაერთნენ, სადაც ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს და ტიტულის შენარჩუნება მოახერხეს.

ოქროს მედალოსანი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა (90 კგ.) - ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ესპანელი, პორტუგალიელი და აზერბაიჯანელი ჯუდოკები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მიჰაილ ლატიშევს დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. 4 წუთის განმავლობაში, ჯუდოკებმა გდების შესრულება ვერ მოახერხეს, თუმცა დამატებით დროში, ჯაბნიაშვილმა მეტოქეს იუკო აუღო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჯაბნიაშვილის გარდა, ფინალურ შეხვედრაში კიდევ ორმა ქართველმა ჯუდოკამ იასპარეზა: მათე გოგობერიშვილი და მათე ბერუაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ბერუაშვილი უპირატესობას ფლობდა და ვაზარით იგებდა, თუმცა რუმინელ იოან ძიტაჩთან იპონით დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს - მისი მფლობელი კოტე კაპანაძე (81 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნინო ლოლაძე გახდნენ (57 კგ).

ძალიან საინტერესო გამოდგა შერეული გუნდური ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ.), შალვა გურეშიძე (+90 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და ნინო წიკლაური (70 კგ.).

საქართველო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ და პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველი დაპირისპირება რუმინეთთან, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. ქართველმა ჯუდოკებმა დამაჯერებელი გამარჯვება (4:2) მოიპოვეს, შემდეგ თურქეთს სძლიეს (4:1) და მთავარი ბრძოლისთვის მოემზადნენ.

ფინალში, საფრანგეთის ნაკრები გაცილებით რთული წინაღობა გამოდგა. 6 ორთაბრძოლის შემდეგ, საერთო ანგარიში ფრე იყო და გადამწყვეტი შეხვედრა -73 კგ. კატეგორიაში შედგა, სადაც გიორგი ტერაშვილმა მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ჩინებული იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი