უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2016 12:00
font-size

გადაცემა ,,კაცების დრო’’ არანაირად არ არის მიმართული „გენდერული სტერეოტიპების“ ხელშეწყობისაკენ - საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ გადაცემასთან - „კაცების დრო“ საზოგადოებაში არსებულ არაერთგვაროვან რეაქციას ეხმიანება და განმარტებას აკეთებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემის - „კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ყურადსაღებია, რომ მაშინ როდესაც გაიმართა მსჯელობა გადაცემის კონტექსტის და შინაარსის ხარვეზებზე, დაანონსებული გადაცემა ჯერ კიდევ არ იყო გასული მაუწყებლის ეთერში და შესაბამისად ამგვარი კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული.

მაუწყებლის ახალი გადაცემის პრომო რგოლის თაობაზე განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის და სარეიტინგო მონაცემების გათვალისწინებით, არხის სამაუწყებლო ბადეში დაანონსებული გადაცემა განთავსებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მაუწყებლის სატელევიზიო აუდიტორიის დიდ ნაწილს სწორედ მამაკაცები შეადგენენ. გამომდინარე აქედან, ამ მიზნობრივი აუდიტორიისთვის მომზადდა გადაცემა, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს გასართობი ჟანრის იუმორისტული ელემენტების შემცველ გადაცემას და არანაირად არ არის მიმართული „გენდერული სტერეოტიპების“ ხელშეწყობისაკენ.

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს, რაც ასახულია კიდეც იმ ანგარიშებში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პერმამენტულად აწვდის შესაბამის უწყებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზო და რადიო ეთერის თითქმის ყველა გადაცემა (როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა ჟანრის გადაცემები) მუშაობს აღნიშულ საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ქალთა უფლებების მიმართულებით ინფორმირებულობის დონის გაზრდაში.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ მოთხოვნის და სტანდარტის დაცვის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია მისი (და ასევე მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლების) საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებში და შიდა, ლოკალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ზემოთ აღნიშნული პრომო რგოლი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ნიშნებს ან „გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ“, როგორც ეს აღინიშნა სახალხო დამცველის განცხადებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და უკურეაქცია.’’ - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი