უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2017 14:30
font-size

გაიცეს ნებართვა ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე - TDI-სა და EMC-ის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

არასამთავრობო ორგანიზაციები „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ, მოითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან, ბათილად სცნონ ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც არასამთავრობოები წერენ, ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მერიის დასკვნაში იყო ნათქვამი, რომ მეჩეთის მშენებლობის ადგილი მხოლოდ საცხოვრებელი ტიპის სახლებისთვისაა განკუთვნილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. TDI-სა და EMC-ის განცხადებით, საცხოვრებელ ზონა 6-ში დასაშვებია „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობაც.

გარდა ამისა, არასამთავრობოები მოითხოვენ, დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტიც მუსლიმი თემის მიმართ.

„მედიანიუსი“ TDI-სა და EMC-ის ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 10 ივნისს ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ. სარჩელის ძირითად მოთხოვნას მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომელიც ქ. ბათუმში მუსლიმი თემის შემოწირულობების შედეგად, განვადებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას ითხოვდა, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე) უარი განუცხადა.

მერიის სადავო გადაწყვეტილებაში მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემის თაობაზე ძირითადად ორი არგუმენტია გამოყენებული: 1.სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები. მერიის მტკიცებით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; 2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერებისა და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებული მიწის ნაკვეთზე რთულია.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე დისკრეციული უფლებამოსილება კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოიყენა და ქალაქში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ მწვავე სოციალურ საჭიროებას მხოლოდ ქალაქგანვითარების აბსტრაქტული ინტერესი დაუპირისპირა, რითიც მოცემულ შემთხვევაში რელიგიის თავისუფლების დაცვის აღმატებული საჯარო ინტერესი სრულად უგულებელყო.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები, მითითებულ ზონაში ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული დათქმის შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებულია „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობა. „საეკლესიო ობიექტი“ უნდა განიმარტოს არადისკრიმინაციულად და ნეიტრალურად, რომელიც ეკლესიის გარდა, სხვა სახის საკულტო ნაგებობებსაც მოიაზრებს. თავის მხრივ კი, ასეთი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება.

სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კი, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. აღსანიშნავია, რომ კომისია არის საკონსულტაციო ორგანო, მისი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საცხოვრებელ ზონა 6-ში აშენდეს საკულტო ნაგებობა, უშუალოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ხდება.

ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზე და სასამართლოს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და აღმოფხვრას მოითხოვს. ამ კუთხით, მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.

სამართლებრივი დავის პარალელურად, მუსლიმი თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ და სოციალურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.

TDI დაEMC იმედოვნებენ, რომ ეროვნული სამართლის სისტემაში შესაძლებელი გახდება მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვა შემთხვევაში, დაიგეგმება საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის, დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართვა. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზაციები საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი