უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 ივნისი, 2019 15:05
font-size

გამყოფი ხაზისპირა სოფლების, ხურჩასა და ფახულანის მოსახლეობას IPRM-ს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები მოსახლეების სირთულეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) ბოლო დროს ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პროექტებზე, რომლებიც გამყოფი ხაზისპირას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აგრეთვე, მოსახლეობისაგან დეტალურად მოისმინეს მათი საჭიროებები და სირთულეები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შეწყვეტის მიზეზებზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. პირველ რიგში, მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლითაც თუნდაც სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შეუძლიათ სარგებლობა. გარდა ამისა, მათ გაგვიზიარეს გამოწვევები, რომელთაც გამყოფი ხაზისპირას მცხოვრებ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი და გადაადგილების შეზღუდვა უქმნის. თითოეულ ადამიანს მიეცა კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების შესაძლებლობა.

მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას რეგულარულად ვაწვდით იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ IPRM-ის შეხვედრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი