უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 17:41
font-size

გამოდით, ქალბატონებო და ბატონებო და ღიად განაცხადეთ, რომ მიშას გრიგოლის გამარჯვება ბიძინას სალომეს გაპრეზიდენტებაზე უარესი გგონიათ - დავით ბერძენიშვილი

„გამოდით, ქალბატონებო და ბატონებო და ღიად განაცხადეთ, რომ მიშას გრიგოლის გამარჯვება ბიძინას სალომეს გაპრეზიდენტებაზე უარესი გგონიათ“, - ამ სიტყვებით მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გაემიჯნენ.

„ანტინაცქოცების არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ის უმცირესობა, რომელიც მიშას და ბიძინას მიმართ უკიდურესად ნეგატიურადა განწყობილი, ოქროს ხმების მქონეა. სწორედ ეს დიდი უმცირესობა იქნება კინგმეიკერი. ყველა აკეთებს უნიკალურ არჩევანს - ზოგი სახლში დარჩენით, ზოგი ბიძინა/სალომეს თუ მიშა/ გრიგოლის უფრო მიუღებლობით. არჩევნებზე წაუსვლელობაც არჩევანია. თითოეული მოქალაქის ხელშეუვალი უფლებაა, გააკეთოს ამ სამიდან (რეალურად ორიდან, რადგან არმონაწილეობა ბიძინა/ სალომეს მხარდაჭერაა ფაქტიურად) ერთი არჩევანი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაემიჯნენ მეორე ტურს, ამ არჩევანით, ისინი გაემიჯნენ საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის არჩევანს. მათ, თითოეული მოქალაქისგან განსხვავებით, ასეთი ფუფუნება არა აქვთ. ყველა პარტია, რომელიც ჯდება სახლში, ადასტურებს, რომ უკიდურესად გაბრაზებულია საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობაზე, ანუ საქართველოს არჩევანზე.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების ეს სირაქლემას პოზა არის უპასუხისმგებლობა, ბიძინაზე გაბრაზების თანხლებით მის ნავში ჯდომის სურვილი ან რაკი მე არ დამინახეთ, თქვენს თავს დააბრალეთ. დიახ, ესაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, მისი არჩევანით არა მარტო უკმაყოფილება, არამედ მასთან ბრძოლა, სამაგიეროს გადახდა... ახლა, ღია სატელიტ პატრიოტთა ალიანსზე არც ვლაპარაკობ. გამოდით, ქალბატონებო და ბატონებო და ღიად განაცხადეთ, რომ მიშას გრიგოლის გამარჯვება ბიძინას სალომეს გაპრეზიდენტებაზე უარესი გგონიათ. ნურც თავს იტყუებთ და ნურც სხვას ატყუებთ. თქვენ ხომ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე ირჩევთ ბიძინას მისი(უკვე თქვენი) სალომეთურთ“, - თქვა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პარტია მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი