უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ნოემბერი, 2018 17:10
font-size

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს - ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქში გუშინ მომხდარ ინციდენთთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაშავებულის გამოკითხვა კანონის სრული დაცვით, თარჯიმნის თანდასწრებით სრულად ვიდეოსაშუალებით არის გადაღებული, საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ ვიდეომასალის ნახვა.

„გამოძიება დავიწყეთ გუშინ 126-ე მუხლით, ეს გახლავთ ძალადობა. რა ხდება რეალურად ამ საქმესთან დაკავშირებით - ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებული გუშინვე გამოვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ კიდევ ვრცელდება განსხვავებული განცხადებები, მათ შორის, დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან. ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები, უნდა მობრძანდნენ და გამოძიებას უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა-არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიღმა, არის უბრალოდ არასწორი.

რაც შეეხება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაღაც ზეწოლა განხორციელდა, იქ რაღაც მუქარას ჰქონდა ადგილი. სიმართლე გითხრათ, ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და გამოკითხვის მთელი მიმდინარეობა ვიდეოსაშუალებით არის გადაღებული.

საზოგადოებას თუ დააინტერესებს, შეგვიძლია, რომ ეს ვიდეომასალა გავაცნოთ, სადაც ვერ ნახავთ ვერანაირ ზეწოლის და მუქარის ფაქტს, მათ შორის დაზარალებულის განმარტებებიც შეგიძლიათ მოისმინოთ. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება, დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია მეორეს ამბობს. ჩვენ მაინც ვატარებთ დეტალურ საგამოძიებო მოქმედებას, ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც ისჯება და ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც ისჯება საგამოძიებო ორგანოებისთვის და ალბათ, ამ მიმართულებითაც გამოძიება გააგრძელებს მუშაობას.

რა თქმა უნდა ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს - ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული ამბობს სიმართლეს.
ამიტომ ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება - მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი, იმიტომ, რომ დაზარალებული ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ჩვენ ამასაც გადავამოწმებთ,“

- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებერვალი, 2026 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი

17 თებერვალი, 2026 , 14:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვ

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

17 თებერვალი, 2026 , 11:23

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად გ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

16 თებერვალი, 2026 , 17:17

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სხდომ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

16 თებერვალი, 2026 , 12:41

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი