უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2023 14:43
font-size

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ, ხან ლონდონიდან, კეზერაშვილისგან იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს - შალვა პაპუაშვილი

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში, იქიდან კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს. შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართული, მათ შორის თავშესაფარი რომ აქვს მიღებული ზოოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორიშიც არის.

„იცით, რომ ყალბი სქემებია მოწყობილი ზოგიერთ პარტიასთან. ოპოზიციური პარტიის უმეტესობას აქვს პირდაპირ მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როცა უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი საქართველოს ინტერესს არ ატარაბენ, ისინი ატარებენ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესებს. ამიტომ მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როდესაც ჩვენს ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს არის უცხოური რაიმე ორგანიზაციის მხრიდან შემოსული თანხა, თუ ეროვნებით ქართველი დავით კეზერაშვილისგან, რომელიც უცხოეთშია და ამ შემთხვევაში როგორც უცხოეთიდან მოქმედი ადამიანი, ისე შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ, პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

„რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რაიმეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ არც აფუჭებს, ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია, ვნახოთ აბა, დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის უმარტივესი საკითხი, მათ შორის მათთვისაც. მე ვთქვი კიდეც ჩვენს შეხვედრაზე, მათ შორის ჩემთან რომ იყო შეხვედრა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, ყველა თანხმდება, არავინ წინააღმდეგი არ იყო და უცებ კამერების წინ იწყებენ პოზიორობას და კრიტიკას. მომავალ კვირას სხდომათა დარბაზში გაირკვევა, ისინი ევროპელები არიან მხოლოდ სიტყვით, თუ ცოტა საქმესაც გაურევენ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ცვლილებებია კიდევ მოსალოდნელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს: „კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილ 59 გვერდის შესრულებას. ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი და იქ არის სხვა სფეროები, მათ შორის კონკურენციის საკითხები, საჯარო შესყიდვების საკითხები და ა.შ. სადაც საქართველოს ხელისუფლება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მა პროცესს. სამოქმედო გეგმას ჩახედოს ყველამ, ეს საკითხი წერია ზუსტად იქ, ევროკომისიასთან შეთანხმებულია, ვადებიც მითითებულია და ამ ვადების მიხედვით მოხდება“.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი