უკან

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 12:40
font-size

გამოკითხულთა 36% ფიქორბს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40 % მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე – „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 4 % პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25 % მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 %-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 8%-მა კი, დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.

აღსანიშნავია, რომ კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის აღნიშნული ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 % ფიქრობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17 % – ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 36 % – საერთოდ არ იცვლება, 23 % – ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 % ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4 % დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. 1 % კი, პასუხზე უარი განაცხადა.

აღნიშნული კითხვა რესპონდენტთა ნახევარს დაესვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1.9%-ია.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი