უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 სექტემბერი, 2020 14:10
font-size

ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი - ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა

„ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს - ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

რომან გოცირიძის თქმით, ეს კანონპროექტი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოკომოტივი გახდება. გოცირიძის თქმით, კანონპროექტი ასევე გახდება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ქუთაისში საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა. დღეს ეს ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად და სარეველა მოედო. ასეთი თავნებობა რომ არ განმეორდეს რომელიმე პარტიის მხრიდან, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას და ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული", - განაცხადა გოცირიძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს, რომ „ქუთაისს დაუბუნდეს ის, რაც „ქართულმა ოცნებამ" წაართვა". ვაშაძის თქმით, საინტერესო იქნება ამ კანონპროექტის განხილვა, რადგან მთელი საქართველო დაინახავს, ვინ არის ქუთაისის კეთილმოსურნე და ვინ, არა.

„ჩვენ დაპირება გვქონდა 2018 წელს, რომ ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უსამართლოდ წართმეული საპარლამენტო დედაქალაქი სატატუსი ქუთაისს აღუდგეს. ჩვენ ამ მიმართულებით პირველი სამართლებრივი ნაბიჯი გადავდგით. ამ კანონპროექტში არის ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ დაკვეთა. ეს არის ბიუჯეტის გაორმაგება, მოქალაქეების მიერ პოლიციის უფროსის არჩევა, სამინისტროების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში და ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი თავისი ისტორიით და კულტურით იმსახურებს ", - განაცხადა ვაშაძემ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი