უკან

პოლიტიკა

2 აპრილი, 2019 14:11
font-size

გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია- შევარდნაძის 26 მაისი - ნატო ჩხეიძე

ალბათ მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს კიდეც დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნა, და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ ამ თემის გასაჟღერებლად ისევ არ იქნებოდა შესაფერისი დრო, რომ არა ის, რაც წინა კვირას მთელმა ქვეყანამ იხილა და მოისმინა-საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქალაქის მერის, ოცნების სხვა აქტივისტების მისალოცი სიტყვები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო დღეების გამო.

აღნიშნული მილოცვები ბუნებრივი გაგრძელება და გამოხატულება იყო ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ასევე საიუბილეო ტექსტისა.

რადგან ოცნების მთავრობამ და პარტიამ ასე საზეიმოდ აღიარა ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე და აღნიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, რაც ერთი ეტაპი იყო დამოუკიდებლობისათვისათვის ბრძოლაში, არამედ სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც სწორედ ამ თარიღით, - 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში.

შესაბამისად, ალბათ მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს კიდეც დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნა, და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული, რაც 3 წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთაობით , 70 წელი საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით, მაგრამ 1995 წელს შევარდნაძის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე სწორედ ჟორდანიას თარიღი იქნა საზეიმო დღედ დადგენილი და არა გამსახურდიას თარიღი, ანუ დღევანდელი რესპუბლიკის დაბადების თარიღი, ანუ ის, რაც რეალობაა და რაც ჩაწერილია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

მამა არ ახსოვდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენო, ამაზეა ნათქვამი.

და ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდეს არა კონსტიტუციაში ჩანაწერის, არამედ რომელიმე სხვა ისტორიულ თარიღის მიხედვით.

არადა, ყველამ ვიცით რომ კონსტიტუციური ჩანაწერი სავალდებულოდ შესასრულებელია, თუ რაიმე სხვა პირადი მოტივი არ ახლავს ასეთ უკანონო ქმედებას.

ნათელია შევარდნაძის მოტივი, ასახსნელია სააკაშვილის მოტივი, მაგრამ გაუგებარი იქნება ოცნების მოტივი, და მისი ერთკვირიანი დითირამბები გამსახურდიას მიმართ სრულ ფარისევლობად აღიქმება , თუ ქვეყნის ყოველწლიურ ყოფა- ცხოვრებაში დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ არ დადგინდა მისი ნამდვილი დაბადების დღე - 9 აპრილი.

იმედი მაქვს, რომ ოცნების სიტყვები და ქმედება წინა კვირას არ იყო ფარსი და სიყალბე და კიდეც შეცვლით ქვეყნის დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნის თარიღს და ამით შეასრულებთ როგორც ზნეობრივ, ისე უზენაესი კანონი მოთხოვნას- ქვეყნის რეალური ისტორიისა და კონსტიტუციური ჩანაწერის პატივისცემას.

დიახ, კოლეგებო, გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია- შევარდნაძის 26 მაისი.

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ოცნების წევრის ფრაზას, რომ გამსახურდიას სიკვდილი ბურუსით არის მოცულიო, ეს ასე არ არის, მისი მკვლელობა დადგენილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ და აგრეთვე ლიტერატურის მკვლევარების მიერ და პროკურატურის მიერ ამის აღიარებას ანუ როგორც თქვენ მიგაჩნიათ ” ბურუსის გაფანტვას” მარტო პოლიტიკური ნება სჭირდება. „ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 12:30

29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვი

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია

26 აპრილი, 2024 , 12:22

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის - ამის შესახებ პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახ

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი