უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 23,2 მილიონი ლარით მცირდება - გიორგი კაკაურიძე
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ის უწყებები ჩამოთვალა, რომელთაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, შეუმცირდათ საბიუჯეტო სახსრები.
,,პარლამენტის დაფინანსება მცირდება 2 მილიონი ლარით, ამაზე გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო პარლამენტმა. მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება 2 მილიონი ლარით. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება, 3,5 მილიონი ლარით. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 9 მილიონი ლაროთ. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს ზრდა 80,4 მილიონი ლარი და ეს ძირითადად დაკავშირებულია დონორთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, რომელიც გასული წლის დეკემბრის თვეში იქნა რატიფიცირებული პარლამენტის მხრიდან. განათლების და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს შემცირება 23,2 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ძირითადად ,,ათასწეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს’’ გრანტის ხარჯად ხდება, 16 მილიონი ლარი არის აქ გრანტის ნაწილი’’, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი