უკან

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 17:40
font-size

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც განმარტებულია ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზები.

„მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმს, 5 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით მიენიჭა.

სწორედ საბჭოს სხდომაზე, დაწესებულებას განემარტა, რომ სკოლას არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე, რადგან თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა.

გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფების ვიზიტები, სკოლა-ლიცეუმში 2016 წლის 3, 4 და 5 ნოემბერსა და 2017 წლის 20, 21 და 22 იანვარს განხორციელდა. მათ დასკვნით კი დადგინდა, რომ სკოლის დირექტორის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა თურქულენოვანი სექტორიდან, უცხო ქვეყნის 82 მოქალაქის გადაყვანა ქართულენოვან პარალელურ კლასებში. თუმცა, გადაყვანილი პირების პირადი საქმეების შესწავლით გაირკვა, რომ გადაყვანამდე არ მომხდარა არც მათი განათლების აღიარება და არც ექსტერნის წესით, მათი მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის.

სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება, რადგან ქართულენოვან სექტორზე მათი გადაყვანა მოხდა ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მათი არც ენობრივი და არც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. შედეგად, ქართული ენის არცოდნის გამო, მოსწავლეები ვერ ითვისებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში, რაც დასტურდება სასკოლო ჟურნალებით. მეტიც, გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა ადგილსამყოფელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლისთვის უცნობი იყო და მისი დადგენა ვერ მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს. ამის მიუხედავად, აღნიშნული პირები მოსწავლის აქტიური სტატუსით სარგებლობდნენ და მათზე წლების განმავლობაში გაიცემოდა ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც რეალურად, არ მოხმარდა ზოგადი განათლების მიზნებს.

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, სკოლის მხრიდან კანონდარღვევის ტენდენცია გაგრძელდა 2016-2017 სასწავლო წლებშიც, როდესაც სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

ამ და ყველა სხვა დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა. როგორც განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი უცხოელ და ქართველ მოსწავლეთა ჩარიცხვებთან დაკავშირებული დარღვევები გახდა.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებულია ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის განცხადება, რომ ამ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტებს ზრდიან.

„ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში თემისქანმა თქვა, რომ სკოლა-ლიცეუმი ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული დაჯგუფების“ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

შემდგომში კონსულმა თავისი განცხადება უარყო.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი