უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2022 16:45
font-size

კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნა.

სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დედაქალაქის მერმა ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ და სხვადასხვა ურბანულ საკითხზე, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ბერნი ულამაზესი ქალაქია, ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ძალიან მწვანე. ზოგადად, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა თავისი ქალაქებით. ბერნთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული, სატრანსპორტო მიმართულება, კულტურა, სპორტი და განათლება, ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით ბერნს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვქონდა შესაძლებლობა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩთან და ბერნის მერთან ერთად, გაგვეხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. 1918 წელს შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა და 1918-1920 წლებში ბერნში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენმა საელჩომ მოიძია ის შენობა-ნაგებობა, იყო კომუნიკაცია მის მფლობელთან, რომელმაც მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ბერნში ვინც მოხვდებით, იცოდეთ, რომ არსებობს ქუჩა, სადაც საქართველოს პირველი საელჩო იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ვიდეოჩართვაში ბერნის მიწისქვეშა სადგურის მშენებლობის პროექტს შეეხო და ის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტად დაასახელა. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის განვითარებისთვის ბერნისა და სხვა ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება და ის ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ცენტრშია. ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაოების პარალელურად, მიწის ზემოთ ეს სადგური ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და მგზავრებს ემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დავათვალიერეთ, არის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. გავეცანით, თუ რა სისტემით ხდება ბერნში ნარჩენების მართვა და მერთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამ სფეროში ექპერტებითა და სპეციალისტებით დაგვეხმარებიან. ჩვენ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება და ეს საუკეთესო მაგალითები ევროპული ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არაფერს დავიზარებ, რომ ულამაზეს თბილისში ყველაფერი საუკეთესო გაკეთდეს, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გვქონდეს ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული გამზირები, ქუჩები. ცხადია, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გვაქვს იმის, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი