უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 სექტემბერი, 2017 12:00
font-size

განცხადების გავრცელებამდე კონსულტაციები გავიარეთ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, არ მიეღო მონაწილეობა სტრასბურგის შეხვედრაში, ვენეციის კომისიასთან მოლაპარაკებების შედეგად იყო მიღებული.

კობახიძემ ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ მან შეიყვანა ჩიხში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსის მიღწევის პროცესი.

„ჩვენ ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, მანამდე, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის. სწორედ ასეთი კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადება.

რაც შეეხება პროცესებს, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა. პასუხის მიუღებულობის შემდეგ შეუძლებელი გახდა დისკუსიის წარმოება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა როგორც ჩანს, იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ვენეციის კომისიამ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე. მათ ეგონათ, რომ ისინი მოგებულები დარჩებოდნენ, თუმცა ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც დახვეწილი კონსტიტუცია მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ მმართველმა გუნდმა უარი თქვა სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობის მიღებაზე. საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო პროექტი საშემოდგომო სესიაზე, მესამე მოსმენით იქნება დამტკიცებული.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაპატიჟა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ. ბუკიკიოს გუშინდელი განცხადებით, ეს შეხვედრა გაუქმებულია.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ