უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა
დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს კონსოლიდირებული სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს.
მინისტრის განცხადებით ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი მიმართულება, სოფლის განვითარებასთან ერთად პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპარლამენტარებს სატყეო სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის მნიშვნელობის საკითხებს.
ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.
როგორც საჯად კარიმმა განაცხადა, საქართველოს გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია, დაადასტურა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მინისტრს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.