უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? - კახა კალაძე არასამთავრობოების შეფასებაზე
„გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან?“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე არასამთავრობოების შეფასებას, რომლის თანახმადაც, ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს.
„გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში.
ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ალბათ“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.