უკან
მსოფლიო
24 დეკემბერი, 2016 12:10
გავიხუმრე, რუსეთზე ვიზრუნებ მეთქი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინაში პარტია „რუხ ნოვიხ სილ“-ის ხელმძღვნელი მიხეილ სააკაშვილი, მას შემდეგ რაც უკრაინას ევროპულ სუპერ- ძალად გადააქცევს, რუსეთზე ირზუნებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის რეგიონალურ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.
„მათ მკითხეს, რის გაკეთებას ვაპირებ, მას შემდეგ რაც უკრაინას ფეხზე დავაყენებ და ევროპულ სუპერ-ძალად ვაქცევ. გავიხუმრე, რომ რუსეთზე ვიზრუნებ მეთქი, ოღონდ მანამდე მას „ახალრუსეთს“ დავარქმევ“,-დაწერა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე