უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 იანვარი, 2018 12:54
font-size

“გაზპრომთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საქართველო დაახლოებით 80 მილიონით აზარალა - რომან გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს, რომელიც ფრაქციის მიერ თვეების წინ არის ინიცირებული.

გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტის დღის წერსიგში საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ მასზე დღემდე არ უმსჯელიათ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მიერ “გაზპრომთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ქვეყანა დაახლოებით 80 მილიონით აზარალა.

,,გუშინ მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთიდან გაზს არ იყიდის. სინამდვილეში, კი არ იყიდის, არამედ ვერ იყიდის, რადგან გაფორმებული კონტრაქტით “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის. ფული არ არის! ჩვენ გვახსოვს, როგორ გვპირდებოდა კალაძე, რომ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა და იაფი გაზი შემოდის. ახლა კი ვამბობთ, რომ გაზის 100%-ით აზერბაიჯანიდან შემოდის. თუკი იაფი კონტრაქტია გაფორმებული, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან?! არ ვყიდულობთ იმიტომ, რომ არ არის ფული. 200-მილიონი მ3 გაზი უფასოდ გვერგებოდა, რაც არის 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზი. დღეს ჩვენ ვერ ვყიდულობთ 1 მილიონი ღირებულების გაზსაც კი. “გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის მთავარი შინაარსი ვერ დაიმალა. გასულ წელს იყო სანახევროდ - ნატურით და სანახევროდ ფასით ანაზღაურება, მაგრამ წელს ფაქტის წინაშე დავდექით. ამ ხელშეკრულებამ დაახლოებით 80 მილიონი ლარი გვაზარალა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი