უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე დავით ნარმანიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს
პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკურად მართულს უწოდებს.
როგორც ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თბილისი დიდი და პრობლემებით დატვირთული ქალაქია, მაგრამ საკითხის პროვოცირებით საზოგადოება იზარალებს.
"ბორჯომელმა ადამიანმა თბილისის საკითხები ასე დეტალურად შევაფასო, ცოტა არაობიექტურად გამომივა. დიდი ქალაქია და ყველას გვესმის, რომ გადატვირთულია ყველაფრით. ვერც იმას ვიტყვი, რომ აღტაცებული უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს თბილისში, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ კეთდება. თუ რამე არ კეთდება, იმაზე აქცენტი კონფროტაციულ რეჟიმში, გამოწვევებით, პროვოცირებით ან ვითარების დაძაბვით არ უნდა გაკეთდეს.
ვიღაცას მართლაც აქვს პოლიტიკური მოტივაცია, წინასაარჩევნოდ, ყველა ინსტიტუცია მოშალოს და მდგომარეობა დაძაბოს. თუ ჩვენ ავყვებით ამ ტენდენციებს, ამით საზოგადოება დაზარალდება და ეს ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი", - განაცხადა გედევან ფოფხაძე.
მონიკა დავლიანიძე