უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის, მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ.
სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. წიგნში გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევაზე.
კრებული ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გამოიცა.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციას პროკურატურის, ევროკავშირის, უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.