უკან

პოლიტიკა

5 მაისი, 2016 13:35
font-size

გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორებისგან შემდგარ (BMATT - British Military Advisory Training Team) მრჩეველთა ჯგუფის უფროსს, პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე BMATT-ის სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რადგან საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიებში და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის დროს გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ დევიდ კატმურთან საქართველოს ირგვლივ არსებული ოპერატიული გარემო მიმოიხილა და გამოწვევებზეც ისაუბრა.

„რამდენიმე დღეა ბრიტანელი ინსტრუქტორები ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიან. ისინი გადიან ინსტრუქტაჟს, რომ მომავალში თვითონ გახდნენ სამხედრო მომზადების ინსტრუქტორები. ვიშკოვოდან საქართველოში ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საკუთარი თვალით ნახოს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს წვრთნები.

დარწმუნებული ვარ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულია. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ 30 მომზადებულ სამხედრო ინსტრუქტორს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

18 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით BMATT-ის ( British Military Advisory Training Team) სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 30 სამხედრო მოსამსახურეს უტარებენ (Instructor Training Course). სწავლება IV-ე მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

BMATT (ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი) ქალაქ ვიშკოვოში, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში მდებარეობს. ეს არის ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც 17 ბრიტანელი და 5 ჩეხი სამხედროსაგან შედგება. ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამხედრო მომზადების კურსების ჩატარება, დახმარება გაუწიოს წვრთნებითა და კონსულტაციებით პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ პროფესიული შეიარაღებული ძალებისა და მათი შესაძლებლობების განვითარება სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. BMATT 2000 წლიდან არსებობს და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი