უკან
მსოფლიო
11 აპრილი, 2017 11:55
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ტელეკომპანია”იმედის” ინფორმაციით, წარმოშობით რუსთავიდან, 32 წლის მამაკაცი დანით მოკლული იპოვეს.
ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ფაქტს გერმანიის პოლიცია იძიებს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე ჰყავთ.
ნინო ექვთიმიშვილი