უკან

საზოგადოება

28 ოქტომბერი, 2020 11:15
font-size

პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა დემოკრატიულ არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების - გიორგი გახარია

ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ.

„ჩვენ წინ გველოდება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს მთავრობამ ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული და დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდნენ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი