უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 იანვარი, 2017 16:50
font-size

გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას დაუფიქრებელს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოსლკი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის განცხადება ,,გაზპრომთან’’ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იყო "დაუფიქრებელი."

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის მინისტრ, კახი კალაძესთან გიორგი მარგველაშვილს კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ყველანი ვცდილობთ, რომ პრეზიდენტის განცხადება ჩვენ, პარლამენტარებმა, არ წარმოვაჩინოთ ისე, როგორც ახალი დაპირისპირება, თუმცა პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. დაუფიქრებელი განცხადება არის გაკეთებული და სულ მცირე, არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის შეხსენება ამ საკითხზე არ სჭირდებათ, ხოლო ანგარიშის წარსადგენად ენერგეტიკის მინისტრი მზად არის.

,,სურათი აბსოლუტურად ნათელია, მით უმეტეს, პრეზიდენტისათვის. მას გააჩნია ამდენი რესურსი. არ იყო ძნელი, რომ გარკვეულიყო, ზუსტად რა ხდებოდა. მოეთხოვა კომენატრები სამინისტროდან და ამის შემდეგ გაეკეთებინა დაუფიქრებელი კომენტარები’’, - აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისათვის: გაზპრომის ხელშეკრულების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერით ენერგოსექტორში მდგომარეობა გაუარესდა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი