უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2017 11:50
font-size

გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრის ავრამოპულოსმა «ახალი ტფილისში» გაისეირნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა გუშინ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე- «ახალი ტფილისში» გაისეირნეს.

გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე «არიფანას» ესტუმრნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია ევროკომისარის ვიზიტი თბილისში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში - ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასკვნით ეტაპზე. მათ მადლობა გადაუხადეს დიმიტრის ავრამოპულოსს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

«ძალიან მიხარია თბილისში დაბრუნება. მშვენიერი ქალაქია - მე გამიმართლა და აქ ადრეც ვიყავი. დღეს მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ღონისძიებით - მშვენიერი საღამოა და ის უკან გვაბრუნებს ამ ქალაქის წარსულში. როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის მიზანი ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და რამდენიმე განცხადების გაკეთებაა. კერძოდ, მოვლენები ძალიან კარგად ვითარდება - როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ახლა ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. სულ რამდენიმე დღეში, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ,»- -განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი