უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო 2017–2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესს.
ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს და დახმარების ახალ ინსტრუმენტებსა და პროგრამებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, რა მიმართულებითაც ევროკავშირი 2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.