უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ლატვიის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა. რიჰარდს კოზლოვსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მხარეთა სურვილს, განავითარონ და გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ქართველი და ლატვიელი სამართალდამცველები, რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ ვაფასებთ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ განვითარების საერთო გზა გვაქვს არჩეული და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ერთმანეთს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე, დაგეგმილი სიახლეები და რეფორმები გააცნო.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
17 თებერვალი, 2026 , 15:01
4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:42
დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:26
ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე
17 თებერვალი, 2026 , 11:34
რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა
16 თებერვალი, 2026 , 17:30
დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე
16 თებერვალი, 2026 , 16:23



