უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 14:15
font-size

გიორგი პატარიძე: „IACA“-ს სამაგისტრო პროგრამის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის წარმატების საერთაშორისო აღიარებაა“

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა. პროგრამის დახურვის ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. გიორგი პატარიძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც დასკვნითი სემინარი საქართველოში გაიარეს, პროცესის დასრულება მიულოცა. სტუდენტებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

„IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვიდნენ. აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებს, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სტუდენტებისათვის სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში ჩაეტარებინა. აკადემიის არჩევანი განაპირობა საქართველოს წარმატებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, „საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“.

„IACA“-ს ექსპერტებმა ტრენინგები ქართველი საჯარო მოხელეებისთვისაც გამართეს − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სწავლების პროცესში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მოუსმინეს. დასკვნით სემინარზე საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „IACA“-ს დელეგაციას და აკადემიის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია გააცნო.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა. სამაგისტრო პროგრამები სპეციალურად კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემებზეა შექმნილი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი