უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 მაისი, 2018 14:10
font-size

გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პროვოკაციად შეაფასა დე-ფაქტო ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკლესიაში მისვლის ხელის შეშლის შესახებ. საქმე ეხებოდა მრევლის მიერ გიორგობის აღნიშვნას სოფელ აძვისთავში.

„წლების განმავლობაში ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოველთვის არის ჰუმანიტარული წვდომა - ზოგადად გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ დღესასწაულებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმინდეს.

გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანლობასთან იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ, არანაირი პროვოკაცია არ დაიგეგმებოდა ქართული მხარის მიერ, მაგრამ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ტრადიციულად აქვს სურვილი, უფლება და უნდათ, რომ ეწვიონ ეკლესიას და დღესასწაულზე დაანთონ სანთელი, მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი წვდომის შესაძლებლობა. ნებისმიერი ხელისშემშლელი მოქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კანონს, სამართალს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც", - განაცხადა ციხელაშვილმა.

თავად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ პროვოკაციად შეაფასა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებლისა და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილი. ამის გამო სოფელ აძვისთავის მაგივრად სასულიერო პირებმა გიორგობასთან დაკავშირებული პარაკლისი სოფელ აძვის სამებაში აღავლინეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი