უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობამ შეშის დარიგება დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება დაიწყო. რაიონის მასშტაბით, 100-მდე ოჯახს შეშა უკვე მიუტანეს.
,,ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწოდოთ. 100-მდე ოჯახმა უკვე მიიღო შეშა. პროცესი გაგრძელდება და მომართვების საფუძველზე, შეშით სხვა ოჯახებიც ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან’’, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.
თვის ბოლომდე, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას გლდანში, მუხიანსა და ავჭალის დასახლებაში მცხოვრები 400-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
შეჭირვებული ოჯახები გამგეობისგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ. კერძოდ, ხდება მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; უფინანსდებათ სამედიცინო გამოკვლევები, ოპერაციები და სხვა სახის მუკურნალობა; ხდება მათთვის ბინის ქირის კომპენსაცია. გარდა ამისა, შეჭირვებულ ადამიანებს, რაიონის მასშტაბით, 9 უფასო სასადილოთი სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.