უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2024 12:18
font-size

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური ბანკების მმართველების ყოველწლიური გლობალური შეფასება განაახლა. გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აქვს, რომელსაც D შეფასება აქვს. Global Finance-ი ცენტრალური ბანკირების შეფასებებს ყოველწლიურად, შემოდგომაზე აქვეყნებს, მათ გამოცემა გატარებული რეფორმების, ფულად საკრედიტო გადაწყვეტილებების, მონეტარული პოლიტიკის მართვის ეფექტიანობისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მიხედვით A-დან D-მდე ქულებით აფასებს, ხოლო იმ ცენტრალური ბანკირების მმართველებს, რომელთა საქმიანობის დაწყებიდან მცირე დრო (ერთ წელზე ნაკლები) არის გასული Global Finance-ი TETS ქულას უწერს, რაც ნიშნავს რომ შეფასებისთვის ჯერჯერობით საკმარისი დრო არ გასულა. სწორედ ეს შეფასება ჰქონდა ნათია თურნავას Global Finance-ის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც გასული წლის 24 სექტემბერს გამოქვყენდა, რადგანაც აღნიშნული პერიოდისთვის თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა.

2022 წელს კი ნათია თურნავას წინამორბედის კობა გვენეტაძის საქმიანობას Global Finance-ი A- ქულით აფასებდა; ასევე A- ქულა ჰქონდა გვენეტაძეს 2021 წელს, 2020 წელს; 2019 წელს; 2018 წელს. სწორედ 2018 წლიდან მონაწილეობს Global Finance-ის ცენტრალური ბანკირების გლობალურ შეფასებაში საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიიდენტიც.

Global Finance-ის განმარტებითი ბარათის თანახმად, ნათია თურნავას D ქულა მიაკუთვნეს სებ-ის მიერ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საპასუხოდ დამტკიცებული საგამონაკლისო ბრძანების გამო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი სასამართლოც. Global Finance-ი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა, სალომე ზურაბიშვილმა კი ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც Global Finance-ი წერს, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობის შემცირებაა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლიდან ნათია თურნავა ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს არ იკავებს, ეს მის პრობლემებს შორის ყველაზე მცირეა, რადგანაც როგორც თურნავა, ასევე მთლიანად ეროვნული ბანკი ჩათრეულია საქართველოს სულ უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებებში.

კითხვის ნიშნები გააჩინა ნათია თურნავას მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ როდესაც მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები რომლებიც დაუწესდა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. სებ-ი ამტკიცებდა, რომ ქართველი ფიზიკური პირის აქტივების გაყინვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ნათია თურნავას საკამათო პოზიციამ გამოიწვია ეროვნული ბანკის სამი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის გადადგომა და მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საყვედური, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა", - ნათქვამია შეფასებაში.

Global Finance-ი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2024 წლის ივლისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე მიუთითა, ხოლო თავად ნათია თურნავას კი Global Finance-ის შეფასებით არ გადაუდგამს საკმარისი ნაბიჯები იმისთვის, რათა მომხდარიყო მისი და მმართველი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნების" დისტანცირება.

წყარო: BMG

„ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს - კახა კალაძე

17 ოქტომბერი, 2024 , 16:39

„ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ დედა

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც - კახა ოქრიაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 15:36

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც! - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქ

ნიკა გვარამიამ `კოალიცია ცვლილებისთვის` პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

17 ოქტომბერი, 2024 , 15:13

ნიკა გვარამიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. „მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კამპანია- 4-4-4. 4-იანი არის ჩვენი საარჩევნო ნომერი, მეორე ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ სეგმენტში საზოგადო

თუ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას, რასაც მივესალმებით - ლიეტუვის პრეზიდენტი

17 ოქტომბერი, 2024 , 13:23

საქართველოში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ  ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გა

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და `ქართული ოცნების` ოფისში წაიღეს - თამარ კორძაია

17 ოქტომბერი, 2024 , 12:05

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და "ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს, ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით "ქართული ოცნებისგანაც" კი წარმოუდგენელია, - ამის

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება - შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 11:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000