უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2024 15:13
font-size

ნიკა გვარამიამ `კოალიცია ცვლილებისთვის` პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

ნიკა გვარამიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კამპანია- 4-4-4. 4-იანი არის ჩვენი საარჩევნო ნომერი, მეორე ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების. გვაქვს ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებითაც. ოთხი დღის შემდეგ კოალიციური მთავრობის შეკრებიდან ჩვენი კოალიცია აპირებს წარადგინოს ოთხი სფეროს მთავარი ინიციატივები:

პირველი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ოთხი დღის განმავლობაში გპირდებით გაიხსნება საქართველოსთვის მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

მეორე, ეს არის დემოკრატიის სფერო. ვეყრდნობით „ქართულ ქარტიას“ და მიგვაჩნია პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, ტექნიკური, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს, ყველა რუსული კანონის გაუქმებას, ოთხ დღეში ამ ინიციატივას ჩვენ დავაყენებთ. იქნება ეს სასამართლოს რეფორმა თუ ა.შ., გპირდებით, 4 დღეში წარმოვადგენთ ამ ინიციატივებს.

მესამე - ეკონომიკა. ჩვენ არ გავცემთ დაპირებებს, რომელიც ყველას ყურს ეამება, მაგრამ არ მიგვაჩნიე რეალისტურად. შეეხება ეს პენსიებს და ა.შ. თუმცა, ვიმუშავებთ ბოლომდე რომ ამგვარი ცვლილებების მოხდეს საქართველოში. ეკონომიკის მიმართულებით 4 დღეში ვაპირებთ გადასახედების შემცირებაზე ინიციატივის წამოყენებას. საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვემოთ არის დღგ გაუქმებას და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-ით. ჩვენი გათვლებით ეს შეეხება 75% ბიზნესს.

ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი ძრავა, მთავარი დასაყრდენი სიღარიბის დაძლევაში, ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის, ბიუჯეტის შევსების კუთხითაც. ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა გადასახედების შემცირება, ეკონომიკის განვითარება არის ბიუჯეტის გაზრდის წინაპირობა.

ჩვენ ვგეგმავთ მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაორმაგებას - 160 მილიარდზე მეტი იქნება ჩვენი ეკონომიკა.

4 დღის განმავლობაში ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ ვაპირებთ ამ ინიციატივების დაყენებას.

მეოთხე, ეს არის განათლება. ინვესტიციები განათლებაში არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. 2028 წლისთვის მაქსიმუმ ვგეგმავთ განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპულ სტანდარტთან, რაც არის მშპ-ის 5,3%, ეს არის განათლების დაფინანსების უზარმაზარი ზრდა. 2028 წლისთვის, ვაპირებთ, რომ განათლების ბიუჯეტი არათუ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, არამედ საკმარისი გახდეს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის. პირველ რიგში, ეს არის სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება.

ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ „ცოდნის ყულაბა“ და ამის ინიციატივას წამოვაყენებთ 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობის შექმნიდან“, - განაცხადა გვარამიამ.

მისიე განმარტებით, „ეს ოთხი ინიციატივა ეხება საპარლამენტო ინიციატივას, რადგან ვსაუბრობთ გარდამავალ მთავრობაზე, ამიტომ ჩვენ ამას წარვუდგენთ მთავრობას, როგორიც არ უნდა იყოს მისი კომპოზიცია“.

„ცოდნის ყულაბა“ ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის დაწყებული ბაღიდან დასრულებული უმაღლესი განათლების 5 ათას ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის. ეს გააჩენს კერძო სკოლებს, გაამდიდრებს საჯარო სკოლებს, იქნება კონკურენცია, განვითარდება ეკონომიკა. „ცოდნის ყულაბაში“ დაგროვილი ფული იქნება მხოლოდ განათლების მიმართულებით გამოყენებული.

მეორე პუნქტი ეს არის საუკეთესო 50 უნივერსიტეტში ჩარიცხულთა სრული დაფინანსება. თავისი ცოდნის, სიბეჯითისა და ნიჭიერების გამო.

აუცილებლად ვიზრუნებთ მეცნიერებაზე. მაქსიმუმ 2028 წელს მეცნიერების დაფინანსება უნდა გაიზარდოს 1 მილიარდ ლარამდე. საქართველო არის ქვეყანა რომლის მომავალიც არის ჩვენს შესაძლებლობებში, ჩვენი სიძლიერეა ხალხი. ჩვენ გვიყვარს განათლება და ამის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს.

ვმუშაობთ რომ შევძლოთ დაპირებების შესრულება, მოვიდეთ კოალიციურად ხელისუფლებაში! 26 ოქტომბერს ყველაფერი იცვლება და ეს დამოკიდებულია ჩვენზე. საქართველოს განვითარებით, ქართველი ხალხის ბედნიერების გასაღები არის აქ, ამ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო. 26 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე”, - განაცხადა გვარამიამ.

„ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს - კახა კალაძე

17 ოქტომბერი, 2024 , 16:39

„ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ დედა

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც - კახა ოქრიაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 15:36

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც! - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქ

თუ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას, რასაც მივესალმებით - ლიეტუვის პრეზიდენტი

17 ოქტომბერი, 2024 , 13:23

საქართველოში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ  ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გა

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

17 ოქტომბერი, 2024 , 12:18

საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური ბანკების მმართველების ყოველწლიური გლობალური შეფასება განაახლა. გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე და

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და `ქართული ოცნების` ოფისში წაიღეს - თამარ კორძაია

17 ოქტომბერი, 2024 , 12:05

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და "ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს, ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით "ქართული ოცნებისგანაც" კი წარმოუდგენელია, - ამის

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება - შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 11:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000