უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2024 12:05
font-size

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და `ქართული ოცნების` ოფისში წაიღეს - თამარ კორძაია

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და "ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს, ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით "ქართული ოცნებისგანაც" კი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები.

"არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები.

მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა "ქართული ოცნება".

22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ.

მეორე საკითხი (და ეს სახელისუფლო მანქანა უკვე მუშაობს ოპოზიციის და, განსაკუთრებით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ) არის ის, რომ გუშინ ღამით, აჭარაში, ჩვენი წარმომადგენლები ე.წ. პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გააჩერეს და სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა, რომელიც გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. ესეც არის აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯი და ხელისშეშლა, რადგან ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიდიოდნენ საარჩევნო ბანერების გასაკრავად აჭარაში.

ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო მისიასთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ყველა ამ ფაქტის შესახებ მივაწოდებთ მტკიცებულებებს, მაგრამ დამატებით მათ ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას იმ კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში, სარგებლობენ ევროპული კეთილდღეობით, მაგრამ უკანონოდ ერევიან საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მის შედეგებზე, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

მინდა მივმართო ყველა ასეთ პირს: ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა სანქციების ქვეშ მოახვედრონ ყველა ის ადამიანი, ვინც "ქართული ოცნების" დავალებით ერევა და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალებით კრებს ხალხს, მათ მიმდევრებს და ცდილობს, დააშინოს საქართველოს მოქალაქეები, რათა არჩევნების შედეგები იყოს ისეთი, როგორიც უნდა "ქართულ ოცნებას".

თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ არჩევნებამდე დარჩა 9 დღეს და გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ თავისუფალი ნების არჩევანი საკუთარი და ჩვენი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბრიფინგზე თამარ კორძაიამ.

„ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ აზიანებენ ჩვენს ბანერებს - კახა კალაძე

17 ოქტომბერი, 2024 , 16:39

„ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ დედა

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც - კახა ოქრიაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 15:36

„ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც! - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქ

ნიკა გვარამიამ `კოალიცია ცვლილებისთვის` პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

17 ოქტომბერი, 2024 , 15:13

ნიკა გვარამიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. „მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კამპანია- 4-4-4. 4-იანი არის ჩვენი საარჩევნო ნომერი, მეორე ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ სეგმენტში საზოგადო

თუ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას, რასაც მივესალმებით - ლიეტუვის პრეზიდენტი

17 ოქტომბერი, 2024 , 13:23

საქართველოში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ  ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გა

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

17 ოქტომბერი, 2024 , 12:18

საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური ბანკების მმართველების ყოველწლიური გლობალური შეფასება განაახლა. გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე და

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება - შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი, 2024 , 11:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000