უახლესი ამბები
- 30.04.2024 11:06მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
- 30.04.2024 10:52არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს „პარაშას“, მაგას დაგანახებთ - გივი თარგამაძე
- 30.04.2024 10:42ვისაც ევროპული მომავალი გვინდა მუშტები მოგვიღერა – დაგამარცხებთ და წელში გაგტეხავთო - ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
არქივი
სამართალი
გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"- წერს თამთა კალანდაძე.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.
2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) აქვს წარდგენილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.