უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2024 12:54
font-size

გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი

ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით. ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. უახლოეს პერიოდში უნდა ვიმუშაოთ საერთო სიაზე და ამჯერად აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს. ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, არ ვაპირებ დავას არც ჩემს ჯანმრთელობაზე, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ სხვა რამეზე. ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიონ ამ ტალახსა და მორევში, საიდანაც ამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

30 აპრილი, 2024 , 16:00

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე

მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

30 აპრილი, 2024 , 15:47

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული

30 აპრილი, 2024 , 15:42

სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევრ

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს - მიხეილ სააკაშვილი

30 აპრილი, 2024 , 14:59

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტ

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2024 , 12:30

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდ

ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა - სალომე ზურაბიშვილი

30 აპრილი, 2024 , 12:01

დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი