უახლესი ამბები
- 21.10.2025 15:54არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:49თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
- 21.10.2025 15:42პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
- 21.10.2025 15:20იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:17ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:12ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 12:57საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- 21.10.2025 12:05შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
- 21.10.2025 11:54საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია
- 21.10.2025 11:45საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე კიდევ ერთხელ მოხდა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე - შალვა პაპუაშვილი
არქივი
პოლიტიკა


გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები, რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც - ქეთუნა ქერაშვილი
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს – თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები, რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც, - ასე მიმართა ქეთუნა ქერაშვილმა – პროევროპულ აქციებზე დაკავებული ექიმის, ირაკლი ქერაშვილის დამ, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრის მონაწილეებს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.
“მე ვარ ქეთევან ქერაშვილი და დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც და, არამედ როგორც დედა, როგორც ძმა, როგორც ბებია, როგორც ბაბუა – როგორც ყველა იმ ოჯახის ხმა, ვისი საყვარელი ადამიანებიც დღეს საქართველოში ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა.
მოვედი, რომ მოგიყვეთ ჩვენი ცხოვრების ისტორიები — უბრალო ადამიანების, რომლებიც არიან ექიმები, მხატვრები, პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, სტუდენტები და მრავალი სხვა. მე ვყვები თითოეული იმ ადამიანის ისტორიას, ვინც დღეს საქართველოს ციხეებშია და თავისუფლებისთვის იბრძვის.
უკვე თვეებია, რაც საქართველოში უწყვეტი პროტესტია. ამ წუთებშიც კი, ადამიანები დგანან ქუჩებში — დგანან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, თავიანთი ხმის, უფლებების და მომავლის დასაცავად, რუსეთის მზარდი ოკუპაციის წინააღმდეგ.
საქართველოს ისტორიაში ჩვენ მრავალჯერ გადავიტანეთ ოკუპაცია. მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ლამაზი მთები და სოფლები. ისინი შევინახეთ როგორც საკუთარი თავისთვის ისე მსოფლიოსთვის, რათა ყველამ იხილოს ჩვენი ქვეყნის სილამაზე. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ. თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო – ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია, და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ე.წ. “მცოცავი ოკუპაციით”, დეზინფორმაციით, ძალადობითა და შიშის სისტემური გავრცელებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების გაჩუმებასა და იზოლაციას.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, გამოაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდებოდა. ამან ხალხი გულწრფელად გააბრაზა და განარისხა. პასუხად, ხალხმა სპონტანურად მოიყარა თავი თბილისის გულში. იქ, სადაც დღესაც ცოცხლობს ჩვენი რესპუბლიკის სული. იქ ისინი დახვდნენ ძალადობას: სცემეს, მოწამლეს, თოვლში და ყინვაში წყლის ჭავლით დაშალეს, დააკავეს.
დღეს, საქართველოში 65 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის სამი ქალი. ბოლო წლის განმავლობაში, პოლიციამ დააკავა თითქმის 700 ადამიანი, ვინც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. მათგან:
ნოემბრიდან მარტამდე, დაპატიმრებულთა 60% გახდა ძალადობის მსხვერპლი;
ზოგიერთ დღეს, დაკავებულთა 80%-დან 88%-მდე წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე;
ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები და ჟურნალისტები.
მათ შორისაა მზია ამაღლობელი — ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი დამცველი.
ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები. ისინი არიან სტუდენტები, ექიმები, დედები, ვეტერანები, ხელოვანები. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სინდისი.
უნდა ითქვას: არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა, არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს და არც ერთი პირი არ არის პასუხისმგებლობით დაკავებული. ეს არ არის სამართალდაცვა, ეს არის რეპრესია.
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს – თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები, რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც.
ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება. რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში, ეს ევროპის მომავალის ნაწილის დაკარგვა იქნება.
მაგრამ, ჩვენ არ დავნებდებით. უშიშრად გავაგრძელებთ ვიბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვილაპარაკებთ, ვიმღერებთ, დავწერთ, გავაპროტესტებთ, ვიბრძოლებთ და არ შევჩერდებით, სანამ ეს ბრძოლა არ იქნება მოგებული.
შემიძლია უამრავი ისტორია მოგიყვეთ მამაცი ქართველების შესახებ. მაგრამ დღეს, XXI საუკუნეში, ახალი თაობა წერს საქართველოს ისტორიას. ისინი უშიშარნი არიან, იმედით სავსენი და მზად არიან. ჩვენ მზად ვართ.
ერთ-ერთ წერილში, რომელიც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა, მან დაწერა: “ჩვენ დავთმეთ საკუთარი თავისუფლება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და არასდროს დავიხევთ უკან”.
და ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! ერთად გავიმარჯვებთ სიბნელეზე და სინათლე უფრო ნათლად გაბრწყინდება, ვიდრე ოდესმე. გმადლობთ!” - განაცხადა ქეთუნა ქერაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05