უკან

კომენტარი

17 ივნისი, 2019 15:35
font-size

გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება - მამუკა ბახტაძე

„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ,“ - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სეერგენკო თანამდებობას დატოვებს. თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გუნდში ახალი სისხლია საჭირო და ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ განაცხადა.

„რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს დაუძველდა შეხედულებები? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი. ხომ მარტივია? რატომ გიყვართ ყოველთვის სიტუაციის გაზვიადება? მე ჩემს კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული, მინდა გითხრათ, რასაც თქვენ ბრძანებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამდებობას თავად პრემიერიც დატოვებს და მას ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვლის, მამუკა ბახტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ თავად დავით სეერგეენკომ არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გადაყენება იგეგმება. მან თქვა, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და განცხადების გაკეთებას სწორედ მას უთმობს.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი