უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2021 21:02
font-size

გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

საქარტველოს საგარეო უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის და იმ საერთო მისწრაფებების გამო, რაც უკავშირდება ორი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხრივ კმაყოფილება გამოითქვა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მიერ ქ. კიევში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის გამო, რომელიც მხარეთა მოსაზრებით ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. მხარეები ასევე მიესალმნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ორი ქვეყნის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მათ შორის ალიანსის მოახლოებული სამიტის კონტექსტში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობაზე, ისევე როგორც მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს და ქ.კიევში უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი: მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია კიევში და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, დმიტროსი, რომ დამპატიჟეთ.

დღეს კარგი დღეა, რადგან ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს კი სამომავლოდ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით კარგი საწყისი წერტილია. ჩვენ საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები გაგვაჩნია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ერთად ამ დინამიკურად ცვალებად გარემოში, რომელშიც ჩვენთვის ცალ-ცალკე რთული იქნება გამოწვევებთან გამკლავება, სოლიდარული მიდგომისა და ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე.

თქვენი მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება. ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმ იდეის კუთხით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ევროინტეგრაციის საკითხებს ეთმობა. ის ასევე ასოცირებული ტრიოს ლიდერებს უმასპინძლებს. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა - ევროკავშირში გაწევრიანება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ბატონო ვიცე-პრემიერ მინისტრო, ნამდვილად მოხარულები ვართ მივიღოთ ასეთი ძვირფასი სტუმრები. უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრებო, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი