უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2018 10:55
font-size

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ნიშნავს გავიაზროთ ეს გზა და დასახულ მიზანს მივაღწიოთ შეთანხმებებით და კომპრომისებით - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდების და თავისუფალი ინდივიდების აქტიური მონაწილეობის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ აშენდება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს, როცა ქართველი ხალხი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს, ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანაზე - რა უნდა გავაკეთოთ მომავალში? ნათელი და გაანალიზებული პასუხი უნდა გვქონდეს.

"ამ გზას მე ვუწოდე - გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლება ნიშნავს გავიაზროთ ეს გზა, დასახულ მიზანს მივაღწიოთ შეთანხმებებით და კომპრომისებით.

თავისუფლება არის საკუთარი როლის გააზრება, რა როლი გაქვს და რა არის შენს წინაშე მდგარი გამოწვევები. ზუსტი მიდგომა და ზუსტი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ შექმნათ თავისუფალი ქვეყანა უნდა იცოდეთ რა ხდება სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში.

საქართველომ ამ კონკურენტულ გარემოში უნდა გაიმარჯვოს. ამ საკითხების გათვალისწინების, ინდივიდუალური ჩართულობისა და თითოეული ადამიანის ინდივიდის სარისკო არჩევანის გარეშე ვერ ავაშენებთ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. სტუდენტები დაინტერესდნენ ნატოს ბრიუსელის სამიტთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან, მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებები საქართველოსთან და ნატოსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვითი პოზიციაა.

"2007 წელს პუტინმა დაიწყო ის რიტორიკა, რომელიც 2008 წელს შეასრულა მედვედევმა; 2007 წელს მიუნხენის სამიტზე იყო დაფიქსირებული რუსეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და იქ იყო ნათლად ნათქვამი, რომ რუსეთს ექნება საკუთარი ინტერესი პრივილეგიის ზონებში, (როგორც ისინი უწოდებენ იმ ტერმინს, რომელიც დამკვიდრდა - ближние зарубежье) და, რომ რუსეთი ამ მიმართულებით იმოქმედებდა.

მოხდა მაშინ ამაზე ადეკვატურად ყურადღების გამახვილება? - არა! არა მარტო 2007 წელს, არამედ არც 2008-ში, არც 2009 - 2010 წლებში და ველოდეთ, სანამ 2014 წელს არ მოხდა ყირიმი. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოზიცია არ უნდა იყოს არმოსმენილი;

რუსეთის პოზიცია და გზავნილები სერიოზულია, საყურადღებოა და ამ თვალსაზრისით, მაორგანიზებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის. რაც არ გულისხმობს იმას, რომ დავუთმოთ, არამედ იმას, რომ მეტი კონსოლიდაციით უნდა ვიმოძრაოთ ერთიანი მიზნისკენ.
შესაბამისად, ყურადღება არ მივაქციოთ, რას ამბობს პუტინი? ეს, ჩემი აზრით, იქნება არასწორი. კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია განვახორციელოთ? ეს, ჩემი აზრით, იქნება სწორი.

მიმდინარე წლის მარტში, როდესაც მე ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სწორედ ამ პოზიციას ვუფიქსირებდი ჩვენს პარტნიორებს. ვეუბნებოდი, რომ - თქვენ 2007 წელს არ მოუსმინეთ მიუნხენის კონფერენციაზე.

ახლა, დააკვირდით პუტინის საარჩევნო კამპანიას. ეს საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო ახალი ცივი ომის ინიცირების მცდელობაზე. დღეს უფრო ორგანიზებულები უნდა იყოთ იმიტომ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ამერიკა-საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ამიტომ, მოვახდინე ამ აქტის ინიცირება მაშინ, იქ, ვაშინგტონში.

უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, არ მივაჩუმათოთ ეს პროცესი და ამ პროცესის შედეგად მივაღწიოთ სწრაფ კოორდინირებულ მოქმედებებს საქართველოსა და დასავლეთს შორის.

ამ თემაზე იყო კომუნიკაცია, როგორც მოგახსენეთ, ვაშინგტონში და ამ თემაზე იყო ზუსტად, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ბრიუსელში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს სამიტზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ საქართველოში საექსპერტო საზოგადოების, თუ პოლიტიკური ძალების შეხედულებები ცოტა გაიბნა და ვერ ჩამოყალიბდა.

"სამწუხაროა, რომ ამ არგუმენტის მოყვანა მჭირდება, მაგრამ მოგიყვანთ რუსეთის პრეზიდენტის კომენტარებს. როგორც ქართველი ექსპერტების შეფასებაში მოვისმინე, თურმე ნატოს სამიტიდან არაფერი მნიშვნელოვანი არ წამოგვიღია, არაფერი ისეთი, რომელიც მათი ყურადღების ღირსი გახდებოდა.
ვლადიმერ პუტინისთვის კი, იმდენად სერიოზული გზავნილები იყო, რომ იმ დღის მერე გავიდა ერთი კვირა და ორჯერ გააკეთა კომენტარი ნატოზე და საქართველოზე.

რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია, გავიგე რომ ქართველი ექსპერტებისთვის მათ რადარს ქვევით მოხვდა და ვერაფერი ვერ დაინახეს, მაგრამ თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია მანიშნებელია იმისა, ამ სამიტის შედეგად ჩვენ რა ტიპის ნიშნულს მივაღწიეთ. მე მგონი, ეს ნათელია.

საქართველომ ნატოში გაწევრიანების ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მიიღო მართლაც რთულ სამიტზე, რომელზეც დაძაბული თემები განიხილებოდა. ამ სირთულეში საქართველომ მიიღო ცალკე დეკლარაცია, რომლითაც ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერების დონეზე ითქვა და დაიწერა დეკლარაციაში რუსეთისთვის მტკიცე გზავნილი - გაიყვანოს ჯარი, ასევე მოხდა საქართველოსთვის შეიარაღების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მტკიცე დაპირება და იმის დათქმა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა თვითონ შექმნათ საზოგადოებრივი აზრი. თქვენ თვითონ ნახეთ ეს დეკლარაცია, რომელიც გაკეთდა ნატოში საქართველოზე. თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი მნიშვნელობა. თქვენ თვითონ დაწერეთ ბლოგი, სტატია, რადგან ანალიზის ის ხარისხი რაც დღეს ხდება, როგორც შიდა პოლიტიკური ვითარების, ასევე გარე პოლიტიკური ვითარების ანალიზთან დაკავშირებით, არ იმსახურებს თქვენი თაობა, არ იმსახურებთ, რომ ამ ანალიზის ამარა დარჩეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მთავარი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

"ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. "ქართული ოცნება" არ ასახელებს კანდიდატს - არ იციან როგორ დაასახელონ კანდიდატი. ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ, თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი? ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს.

ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან, და მე ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, არამედ მართლა ღირსეული იპოვნონ თავის რიგებში.

ისეთი, რომელიც მოიგებს, თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე. მე რომ დრეს ვუთხრა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას გამოვლენ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც მერე ასევე იქნება ყველაზე სუსტი პრეზიდენტი და ყველაზე მორჩილი.

სანამ ამ კითხვას შეინარჩუნებ მანამდე ხარ აქტუალური და მანამდე აინტერესებთ, იმიტომ რომ პასუხს, რომ გასცემ მერე ხომ აღარ აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი