პოლიტიკა
იაპონიაში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა
იაპონიაში დაიწყო საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიური გამოფენა Foodex Japan, რომელშიც 10 ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის დღეს იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი ქართული ღვინის შესახებ. ღონისძიებას სომელიეები, ბიზნეს კომპანიების და პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მოისმინეს ქართველი და იაპონელი მომხსენებლის გამოსვლა და დააგემოვნეს ქართული ღვინო.
გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა იაპონური ღვინის კონკურსის “საკურა“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც კომპანია „დურუჯი ველის“ ღვინოს მიენიჭა გრანპრი. ცერემონიალზე საქართველოს საელჩო წარდგენილი იქნა როგორც კონკურსის საპატიო სტუმარი.