არქივი
მსოფლიო
იაპონიაში მომაკვდინებელი ჭიანჭველები გამოჩნდა
იაპონიის ქალაქ ნაგოის პორტში, წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები აღმოაჩინეს, რომელთა შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის სასიკვდილოდ საშიშია.
ამის შესახებ ტელეარხი NHK იტყობინება.
მწერები პორტში გაუნჩჟოუს პორტიდან 23 ივნისს მოხვდა. ისინი ერთ-ერთ კონტეინტერში აღმოაჩინეს.
ჭიანჭველების განადგურება პესტიციდების მეშვეობით მოხერხდა.
განადგურებული ჭიანჭველები ლაბორატორიაში გაგზავნეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჭიანჭველები სწორედ წითელი ცეცხლოვანი იყო და მათი შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი პორტების - ტოკიოს, იოკოგამას, ნაგოის, ოსაკის, კობეს, ხაკატისა და ნახის ხელმძღვანელობას - ექსტრემალური შემოწმების ჩატარება დაავალა.
„ვითარება სწრაფ ზომებს ითხოვს. ჩვენ ცეცხლოვანი ჭიანჭველების შემოდინება უნდა აღვკვეთოთ“,-განაცხადა იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა კოიტი იამამოტომ.
მონიკა დავლიანიძე