უკან
არქივი
მსოფლიო
8 ივლისი, 2017 17:10
იაპონიაში სიცხის გამო 600-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული
იაპონიის საავადმყოფოებში 608 ადამიანია მოთავსებული, მათგან ორი უგონო მდგომარეობაშ იმყოფება.
ამის მიზეზი გახდა გაუსაძლისი სიცხე, - იტყობინება ტელეარხი NHK.
ყველაზე მეტი დაზარალებული - 62 ადამიანი ტოკიოშია, სადაც ჰაერის ტემპერატურა 33,7 გრადუსს აღწევს.
ამასთან, როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგალითად, გიფუს და გუმას პრეფექტურებში ჰაერის ტემპერატურა 36,5 გრადუსს მიაღწია; აითიში - 35,9-ს; საიტამასა და ხოკაიდოში 35,6 გრადუსამდე; კიოტოსა და ფუკუსიმაში - 35,5 გრადუსს აღწევს.
იაპონელი სინოპტიკოსების ვარაუდით, კვირას, 9 ივლისს ჰაერის საშუალო მაჩვენებელი 35 გრადუსს მიაღწევს.
მონიკა დავლიანიძე