უკან

პოლიტიკა

10 სექტემბერი, 2018 14:05
font-size

„იბერია ტვ“-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო ტერორი მიმდინარეობს - ნიკა მაჭუტაძე

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ წევრმა ნიკა მაჭუტაძემ ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ესაა სახელისუფლებო ტერორი სიტყვის თავისუფლებაზე.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმ სახელისუფლებო ტერორს, სახელისუფლებო რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ და რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მოშლისათვის.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი, კატეგორიულად ვგმობთ ამ სახელისუფლებო რეპრესიებს და ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი არავის არ დავუთმობთ უმთავრეს მონაპოვარს, ქართველი ხალხის უმთავრეს მონაპოვარს, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ეს არის სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიბრძვით მხოლოდ ერთი მედიასაშალების დასაცავად, ჩვენი დაცვა ტელეკომპანია „იბერიისა“, არის არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების დაცვა, არამედ მთელი ქართული დემოკრატიის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის გამოსარჩლებაც.

ქვეყანაში ძალა კი არ უნდა იყოს კანონი, არამედ კანონი უნდა იყოს ძალა, ეს არაკანონიერი, ანდიადამიანური, ანტიზნეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ და ჩვენ კარგად გვახსოვს რუსთავი 2-ის ქეისი, საბედნიეროდ ევროპის პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების მეოხებით და დახმარებით ხელისუფლებამ ვერ მოახერხა „რუსთავი 2“-ის წაღება და შემდეგ უკვე მიადგა ტელეკომპანია „იბერიას“, როგორც განსაკუთრებული და თავისუფალი სივრცის შემქმნელს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სინამდვილეში. სივრცისა, სადაც ისმის ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფის ხმა.

ჩვენთვის მნიშნელოვანია ტელეკომპანია „იბერიასა“ და ყველა მედიასაშუალების სუვერენულობის უზრუნველყოფა და მისი დაცვა, შესაბამისად მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ მედიასაშალების უზურპაციას ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფლების სივრცე და პროცესი იყოს ლიკვიდირებული, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერიის“ მენეჯმენტი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „იბერია“ სატელეფონო ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.

გასულ კვირას ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება და ამ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი