უკან

პოლიტიკა

25 მარტი, 2019 15:45
font-size

იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ - ირაკლი კობახიძე

„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.

ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

„გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თანდათანობით დაუახლოვდება ნატო-ს და ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„გვქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენეტო არჩევნები. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ, კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი