უკან

საზოგადოება

11 ივლისი, 2020 23:10
font-size

იყო ძალიან მეგობრული გარჩევა, გარჩევას თუ დავარქმევთ ამას - ვანო ჩხარტიშვილი

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართულ იხსენებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მამუკა ხაზარაძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. როგორც ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, ეს შეხვედრა მისი გადმოსახედიდან შეცდომა იყო.

გარდა ამისა, ბიზნესმენი ამბობს, რომ გენერალური პროკურორი ამ შეხვედრაზე შეცდომით იყო და მას იქ იყო ყოფნის დროს, საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს.

"შეხვედრა შედგა ბატონი მამუკას ინიციატივით. ბატონმა მამუკამ წარმოადგინა ეს ფაქტი, თითქოს ამ შეხვედრაზე დაზარალებულად გამოვიდა. ანუ, შეიკრიბნენ, იძალადეს მასზე და მას რაც უნდოდა ის ვერ გააკეთა და ა.შ.. ესეთი შთაბეჭდილება რჩება. მინდა გითხრათ, იმ შეხვედრაზე საკონსტიტუციოზე დავა არ ყოფილა. მე ვთლი, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა, აბსოლუტურად იყო შეცდომა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან არ იყო საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შეცდომიდან გამომდინარე, მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ძალიან ნათლად დაინახეს იქ მსხდომმა ადამიანებმა, მორალურად ამ საქმეში ვისკენ იყო სიმართლე. იყო ძალიან მეგობრული გარჩევა, გარჩევას თუ დავარქმევთ ამას. უბრალოდ იყო ფაქტების ფიქსაცია, თუ რაში იყო საქმე. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს პროკურორს. თუ პროკურორმა რაიმე თქვა, მაშინ ჩემდა საზიანოდ უთქვია, თუ მაგის ლოგიკით გავყვებით, მაშინ პროკურორიც მაგის მომხრე ყოფილა.

მთავარი პროკურორი იყო შემთხვევით მაგ შეხვედრაზე, ის არ იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, იყო შემთხვევით და ამ შეხვედრაზე პროკურორს აბსოლუტურად არაფერი არ უთქვია და იქ არ ყოფილა ამ შეხვედრის გამო. ამ შეხვედრაზე საერთოდ არ გადაწყვეტილა საკითხი, ამ შეხვედრიდან ჩვენ გამოვედით ისე, რომ აბსოლუტურად არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული მოსმენილი იქნა ეს ინფორმაცია,“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე მისვლა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

"შეხვედრაზე მისვლა ბატონმა ბიძინამ მთხოვა. შეხვედრის მიზანი ვიცოდი, რომ იქნებ მოვისმინოთ რა ხდება. ხომ არ შეიძლება, რომ მშვიდობიანად რაღაცა მოლაპარაკებების დონეზე ეს საკითხი გადაწყდეს იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდ ორ სუბიექტს შორის ბრძოლა. მთავარი ამბავი იყო, რომ ეხებოდა ეს საბანკო სექტორს. როდესაც სისტემა შექმნმნელ ორგანიზაციას ეხება საკითხი, ზუსტად გადაწყვეტილების მთავარი მიზანი, რომ მე რატომ წავედი ასეთი სახის გადაწყვეტილებაზე, მინდა გითხრათ, რომ არ უთხოვია ბატონ ბიძინას სარჩელის გამოთხოვა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მეორე დღით მივედი და ვუთხარი, რომ მივიღე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საბანკო სისტემა დგებოდა ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ ერთი პატარა მაგალითის გამო. ეს გადაწყვეტილება იქნებოდა პრეცედენტული. ამის შემდეგ ყველა ბანკი, რომელიც ჩართული იყო გარიგებაში პროკურატურაში გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის და დაიწყებოდა სერიოზული საბანკო სისტემის რღვევა. არ მინდოდა მონაწილე ვყოფილიყავი ამ პროცესების.

საბანკო სისტემა გადასარჩენი იყო ამ პრეცედენტისგან, ასე მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია. ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, აქ მაქვს ბიზნესი და არ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მთავარი ინიციატორი საბანკო სისტემის კრიზისის. შეგნებულად გავაკეთე ეს.

მეორე ბუნებრივია გავაკეთე იმისთვის, რომ მინდოდა მადლიერებაც დამენახა რაღაცა ფორმით იმიტომ, რომ მე ჩავთვალე, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი. მადლიერება მამუკასგან თუნდაც და დღეს აღმოჩნდა, რომ მან თავის თემას იყენებს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის თითქოს ბატონი ბიძინას სახლში ხდებოდა რაღაც ზეწოლა მასზე, ამ დროს თუ მაგ ლოგიკით წავალთ, ზეწოლა ჩემზე ყოფილა." - ამბობს ჩხარტიშვილი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი