უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აგვისტო, 2018 17:10
font-size

იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე წმ. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა შექმნას კომისია, რომელიც ამ საქმეზე საზოგადოებას პასუხს გასცემს. მან ასევე მოუწოდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს, გამოითხოვონ ეს საქმე და ჩაერთონ მის გამოძიებაში.

მეუფემ აღნიშნა, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება.

„მათ მოინდომეს, პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმ. სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად წმ. სინოდის კომისიისა პარლამენტში უკვე არსებული კომისია, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად, გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში.

იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ. ციანიდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი