უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
იმ ფორუმებში, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი, ლიტვის პრეზიდენტი ილაპარაკებს პირადად ჩემი სახელით - გიორგი მარგველაშვილი
ლიტვაში საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ქართულ დელეგაციასთან ერთად ვილნიუსის ქალაქის ძველ ნაწილში გაისეირნა.
პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეაჯამა ვილნიუსში გამართული შეხვედრები და ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელიც მიიღო საქართველომ ლიტვის პრეზიდენტისაგან.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ მხარდაჭერას დალია გრიბაუსკაიტესგან საქართველო ნატოს სამიტზე მიიღებს.
“ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ დალიასთან, რომ იმ ფორმატებში და იმ ფორუმებში, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი, ლიტვის პრეზიდენტი ილაპარაკებს პირადად ჩემი სახელით და დააფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მე მაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველა ფორმატში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი