უკან
მსოფლიო
7 დეკემბერი, 2018 12:05
ინფორმაცია CNN-ის ნიუ-იორკის ოფისში 5 ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა
ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, რომლის გამო CNN-ის ნიუ-იორკის ოფისიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი იტყობინება.
პოლიციასთან და ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ანონიმური ზარი შემოვიდა, რომლის თანახმად, შენობაში 5 ასაფეტქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. ამის შემდეგ ოფისში განგაში ატყდა და შენობიდან ხალხი სასწრაფოდ გაიყვანეს.
ოფისთან პოლიცია და სახანძრო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.
საფრთხე არ დადასტურდა. CNN Worldwide-ის პრეზიდენტის, ჯერ ზაკერის განცხადებით, თანამშრომლებს შენობაში დაბრუნება შეუძლიათ, რადგან მათ საფრთხე არ ემუქრებათ.