უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
4 ოქტომბერი, 2017 14:15
ინტენსიური თოვის გამო ფშაველო-ომალოს დამაკავშირებელი გზა დაიკეტა
ინტენსიური თოვის გამო, თუშეთში მიმავალი საავტომობილო გზა დაიკეტა.
კერძოდ, ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა გუშინ დილიდან ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მოხდა.
თუშეთის გამგეობის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს.
„ზოგიერთ ადგილებს ვეღარ ვუკავშირდებით. ამ ეტაპზე გზა ჩაკეტილია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 30-40 სანტიმეტრს აღწევს“,-განაცხადა კახოიძემ.
მონიკა დავლიანიძე