უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2018 17:10
font-size

იოსებ სიგუა თანამდებობაზე არის თუ არა, მას ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს - სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას კომისიის კითხვებზე პასუხი მაინც მოუწევს.

დეპუტატის თქმით, ის მედიიდან გაიგო, რომ სიგუა შეუძლოდაა, თუმცა კომისიაში ამის დაზუსტებას შეეცდებიან.

„დღეს ჩვენ შსს-ის წარმომადგენლების მოსმენას ვაგრძელებთ. ბატონი ბედოიძე და ფიფია ჩვენთან არიან. მათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს. ამ კითხვებზე მათ პასუხების გაცემის გაგრძელება მოუწევთ. სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა. ჩვენ პრესიდან ინფორმაცია გავიგეთ, რომ შესაძლოა, ცუდად იყოს. ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით არ მოსულა, რომ ის ცუდად არის. თუ ეს მართლა ასეა, მას ჩვენთვის ამის ახსნა და დადასტურება მოუწევს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს გარდაუვალია, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აქ მოსასვლელად კარგად მოემზადონ და ნუ ექნებათ იმედი, რომ ან ჯანმრთელობისა თუ სხვა რაიმე მიზეზით თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც კომისიას და ასევე საზოგადოებას აქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია მისთვის სიგუას ავად გახდომის გამო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გამოუცხადებლობა, კაპანაძემ უპასუხა, რომ კომისია გადაამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას სიგუას თანამდებობიდან გაშვების შესახებ.

„ეგ გაირკვევა, თუ გუშინდელი სხდომის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. ჩვენ იმის გარკვევა მოგვიწევს, თუ რა მიზეზით გაუშვეს, მან რა იცის და რა კითხვებზე შეეცადნენ, რომ პასუხები არიდებული ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი თანამდებობაზე არის თუ არა, მას ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც ბატონ შოთაძეს მოუწევს და სხვა ყოფილ თანამდებობის პირებს, ვინც ჩართულები იყვნენ, ნებისმიერს ისე მოუწევს. სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა არამც და არამც არავის პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს, რომ აქ მოვიდეს და ჩვენ ახსნა-განმარტება მოგვცეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

შსს-ის ინფორმაციით, იოსებ სიგუა ავად გახდა და უცნობია, როდის მოახერხებს ის კომისიაში გამოცხადებას.

უწყებაში არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომისიის გუშინდელ სხდომის შემდეგ სიგუას პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი